03 სექტემბერი 2026,   13:11
ვრცლად
მიხეილ კალანდია დანაშაულის შეუტყობინებლობას აღიარებს, პროკურატურა კი ამ ეპიზოდზე ბრალის მოხსნას მოითხოვს - ხორავას ქუჩის საქმე

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება. გუშინდელ პროცესზე პროკურატურამ მიხეილ კალანდიასთვის დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდზე ბრალის მოხსნა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი მოთხოვნას არ ეთანხმება. უფლებადამცველი აღნიშნულ საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს.

"ნაცვლად იმისა, რომ მტკიცებულებები წარმოედგინა, ამის ნაცვლად, პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ის ითხოვს დევნის შეწყვეტას მიხეილ კალანდიას მიმართ. დღეს მიხეილ კალანდიას სახელით შევიტანე შუამდგომლობა გენერალური პროკურორის და ქალაქის პროკურორის სახელზე, სადაც ის ითხოვს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დანაშაულის დაფარვისათვის.

დაფარვის ნაწილში აღიარებს და ითხოვს საპროცესო შეთანხმებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მკვლელობის ნაწილში. პროკურორი ითხოვს დევნის შეწყვეტას დანაშაულის დაფარვისთვის, ჩვენ კი ვითხოვთ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დანაშაულის დაფარვისთვის. პროკურორის შუამდგომლობა ემსახურება პოლიტიკურ მიზანს, არ არის სამართლებრივად დასაბუთებული,"- აცხადებს კალანდიას ადვოკატი ზურა თოდუა. 

დღის ამბები