07 სექტემბერი 2026,   00:27
ვრცლად
200 ლარიანი დახმარებების მითვისებისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ჯგუფური თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ მოსამართლე პატიმრობას არ გამოიყენებს.

ვაჟა ნიაურს, გივი ბაქრაძესა და თაზო შოშიტაშვილს გამოძიება პანდემიის პირობებში 10 ათასზე მეტი სახელმწიფო დახმარების მითვისებას ედავება. ამისთვის კი, პროკურორის მტკიცებით, დაკავებულებს სპეციალური სქემა ჰქონდათ შემუშავებული.

სამი დაკავებულიდან 2-მა ბრალი უკვე აღიარა. ერთ-ერთი მათგანი ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები