19 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
პაციენტები მძიმე დიაგნოზით, რომლებიც სახელმწიფო თანადაფინანსების დახმარებით გადარჩნენ - სოციალური პოლიტიკის შედეგები საქართველოში

32 წლის მეგი თედეევი უმძიმეს დაავადებას წელიწადზე მეტია დიდი ოპტიმიზმით ებრძვის. დიაგნოზი მძიმედ მიიღო, თუმცა მას შემდეგ, რაც ექიმებმა აუხსნეს, რომ ავთვისებიანი კარცინომას დამარცხება შესაძლებელია, ახალგაზრდა ქალმა ბრძოლა დაიწყო. ქიმიოთერაპიის კურსი პაციენტმა "კურიერის" კამერის თანდასწრებით ჩაიტარა.

2018 წელს ანალოგიური დიაგნოზი დაუსვეს ხათუნა ჭინჭარაშვილსაც. 46 წლის ქალმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის მიღება და აუცილებელ სამკურნალო პროგრამაში ჩართვა დედაქალაქის მთავრობის თანადაფინანსებით მოახერხა.

დაავადების დამარცხება შეძლო ზურაბ ცინცაძემაც. 60 წლის მამაკაცს ციროზის მძიმე ფორმა ჰეპატიტის შემდეგ განუვითარდა. 59 წლის ასაკში მამაკაცი ორგანოს გადანერგვისთვის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა. მძიმე პაციენტმა და მისმა ოჯახმა ოპერაციისთვის საჭირო 120 000 ლარის შეგროვება საკუთარი სახსრებითა და მერიის თანადაფინანსებით მოახერხეს.

მძიმე დაავადებებთან ბრძოლა ბოლო წლებში გამარტივდა. ძვირადღირებული მედიკამენტებისა და ოპერაციების თანადაფინანსების ხელმისაწვდომობამ ლეტალურად დასრულებული შემთხვევების რიცხვი შეამცირა.

დღის ამბები