19 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
11 გარდაცვლილი, 585 ინფიცირებული და 953 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 585 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 363 522 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 953 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 349 658-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 11 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 5 266 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 073 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 9 972, PCR ტესტით 12 101.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,65%, ბოლო 14 დღის - 2,49%, ბოლო 7 დღის - 2,33%.

სულ აცრილია - 253 988, დღიურად აცრილია - 2 267.

დღის ამბები