06 მაისი 2024,   22:19
ვრცლად
ფლორიდაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება - ნანგრევებიდან ადამიანების ხმები აღარ ისმის

ფლორიდაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევიდან მეოთხე დღეს მაშველები 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ბოლო მონაცემებით, შენობის ნგრევას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულებიდან მხოლოდ 4 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა. 

შენობა 1980 წელს აშენდა, კანონის მიხედვით მისი სიმყარის შემოწმება 2018 წელს დაიწყო და პირველადი ანგარიში ცნობი იყო, რომ შენობა რეაბილიტაციას საჭიროებდა.

CNN–ის ცნობით, ჩამონგრევამდე 3 წლით ადრე, სტრუქტურულმა კვლევამ აჩვენა, რომ საკანალიზაციო სისტემის ქვემოთ ბეტონის ეროზია ფიქსირდებოდა, ასევე დაზიანებები იყო შენობის ავტოფარეხის საძირკველზე.

ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გადარჩენილი ადამიანების ნანგრევებიდან ამოყვანას დრულად შეძლებენ. სამაშველო სამუშაოებს და ადგილზე მძიმე განვითრებულ პროცესებს აკვირდებიან ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ნათესავები და მეგობრები.  

აშშ-ის პრეზიდენტმა ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაიონში მობილიზებულია სამაშველო სამსახურები როგორც აშშ-ის სხვადასხვა შტატებიდან, ასევე მექსიკიდან და ისრაელიდან.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები