06 მაისი 2024,   22:05
ვრცლად
+46.6 გრადუსი კანადაში - ქვეყანაში 84 წლიანი რეკორდული სიცხე დაფიქსირდა

+46.6 ცელსიუსი კანადაში - ეს ქვეყნის ახალი რეკორდია, რომელიც დღეს დაფიქსირდა. ბოლოს ასეთი სიცხე ჩრდილოეთ ამერიკის ამ რეგიონში 84 წლის წინ, 1937 წელს იყო, როდესაც თერმომეტრი +45 გრადუს ცელსიუსს აჩვენებდა.

სიცხის ტალღა თითქმის მთელ კონტინენტზე ვრცელდება, მათ შორის, კალიფორნიაშიც, მაგრამ მისი ზენიტი კანადა, კონკრეტულად კი ბრიტანული კოლუმბიაა.

დეივიდ ფილიპსი კანადელი კლიმატოლოგია, რომელიც BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ შესაძლოა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ +47-საც მიაღწიოს. აგრეთვე აღნიშნავს, რომ ზაფხულის ამ დღეებში კანადაში უფრო მაღალი ტემპერატურაა, ვიდრე დუბაიში ან სხვა ცხელ ზონებში.

ექსპერტების პროგნოზით, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და დიდი ალბათობით, +40 გრადუსს ჰაერის ტემპერატურა დედამიწის მრავალ კუთხეში ასცდება.

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე 

დღის ამბები