20 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
ამერიკის საელჩომ პროექტი "მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარება" შეაჯამა

ამერიკის საელჩომ პროექტი "მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარება" შეაჯამა. ღონისძიების ფარგლებში 10 თვის პერიოდში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.

პროექტი, რომელიც ამერიკის საელჩომ დააფინანსა სკოლის მასწავლებლები უნარების გაძლიერებასა და საკლასო გარემოს მოდერნიზებას ისახავდა მიზნად. ასევე გათვლილი იყო მოსწავლის საჭიროებებზე.

"ამ პროექტმა მისცა შესაძლებლობაა, ორ მუნიციპალიტეტში, რეგიონში მასწავლებლები ჩართული ყოფილიყვნენ აღნიშნულ პროექტში და მიეცათ შესაძლებლობა, რომ სწორედ ის მნიშვნელოვანი უნარები, რომელიც დღეს არის საგანმანათლებლო სისტემაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. არამარტო უნარების განვითარება, არამედ საელექტრონო რესურსების მოძიება, მათი გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- აღნიშნავს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ელექტრონული სწავლის მეთოდების გამოყენებასა და დანერგვაზე.

დღის ამბები