"გამოღვიძება" - ამ სახელწოდებით "ბლექ სი არენა" და მუსიკოსთა პარკი ეკოლოგიურ პროექტს იწყებს. მზადების პროცესი უკვე დაწყებულია, ივლისის შუა რიცხვებიდან კი სხვადასხვა აქტივობა იგეგმება. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ კონცერტებსა და იხილონ სხვადასხვა ინსტალაციები.
"ჩამოდის ავსტრიელი არტისტი მანუ დელაგო, რომელიც ასევე ეკო აქტივისტია. დანარჩენი არტისტები პერიოდულად დაანონსდება მუსიკოსთა პარკის და სოციალური სივრცის ფეისბუქ გვერდებზე,"- ამბობს "ბლექ სი არენას" დირექტორი ტატო ხარჩილავა.
ვიზიტორების უნიკალური საშუალება ექნებათ, სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით მცენარეებს მოუსმინონ.
"ეს არის ჩვენი სურვილი, გამოვაღვიძოთ ყველა ადამიანში, პირველ რიგში საკუთარი თავის ცვლილების დაწყების სურვილი, გამოვაღვიძოთ ჩვენში სხვა ენერგია და ყველამ ერთად, ერთმანეთს საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით მთავარი მესიჯი მივაწვდინოთ, რომ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და გარემოზე, რადგან პლანეტა დედამიწა ჩვენი ერთადერთი რეალური სახლია,"- აღნიშნავს "მუსიკოსთა პარკის" პროექტების მენეჯერი ციცი იაშვილი.