ბათუმში ახალი მუსიკალური ბენდის პრეზენტაცია გაიმართა. AVTOSTOP - ასე ჰქვია ბენდს, რომლის შექმნის იდეაც მომღერალ ავთო აბესლამიძეს ეკუთვნის.
მისი თქმით, დაგეგმილია ახალი კომპოზიციების პრემიერა, რასაც მსმენელი უახლოეს მომავალში ცოცხლად მოისმენს. სამომავლოდ კი, ალბომის გამოშვებაც იგეგმება.
მსმენელს "ავტოსტოპის" კომპოზიციების მოსმენა რადიოს ჩარტებშიც შეეძლებათ. ბენდი ბათუმელი ინსტრუმენტალი მუსიკოსებისგან არის დაკომპლექტებული.