"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციამ რადიკალური ჯგუფის რამდენიმე აქტივისტი დააკავა. ძალადობრივი ჯგუფის წევრები პოლიციის კორდონის გარღვევას და ფილმის ჩვენების ჩაშლას ცდილობენ.
ვახუშტის ხიდთან ვითარება პერიოდულად იძაბება, აქტივისტების ნაწილი უკვე თანამოაზრეების დაკავებას აპროტესტებს.
ძალადობრივი ჯგუფის წევრებისგან პოლიციამ გზის სავალი ნაწილი გახსნა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო.
თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დღეს კინოჩვენება და დისკუსია უნდა გაიმართოს, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სხვადასხვა პოლიტიკოსი დაესწრებიან.
ადგილზე დიპლომატებმა მისვლა უკვე დაიწყეს.