29 აგვისტო 2026,   20:22
ვრცლად
კულტურის სამინისტრო ირაკლი ფარჯიანის ფონდთან ერთად ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის ლაბორატორიას აფუძნებს​

საქართველოს კულტურის სამინისტროში დღეს მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმებით სამინისტრო ირაკლი ფარჯიანის ფონდთან ერთად საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველ ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის სახელმწიფო ლაბორატორიას აფუძნებს.

მსგავსი მომსახურება ხელოვანთა უფლებებისა და ქართული კულტურის ნიმუშების დაცვისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების დასაცავად მხატვრის შვილმა სოფო ფარჯიანმა აღნიშნული საქმიანობა 1 წლის წინ დაიწყო.

მე-20 საუკუნის გამორჩეული მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის სახელობის ფონდი უკვე 1 წელია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მხატვრის შემოქმედების პოპულარიზაციასთან ერთად, ხელოვანების პირადი არაქონებრივი და ქონებრივი საავტორო უფლებების მართვასა და დაცვასაც ახორციელებს. ფონდმა კვლევითი ცენტრი ესპანეთის სახელმწიფოსა და ესპანეთის კულტურის სამინისტროს კონტროლის ქვეშ არსებულ ლაბორატორიასთან თანამშრომლობით დააფუძნა.

კულტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული ლაბორტორიის შექმნა მნიშვნელოვანია ამ დარგში ჩართული თითოეული რგოლისთვის, როგორც ავტორების საავტორო უფლებების დაცვისთვის, ასევე მყიდველის, კოლექციონერებისა და გალერისტებისთვის. ასევე ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტიზას, კვლევის, კონსერვაცია/რესტავრაციისა და მისი შემდგომი პოპულარიზაციისთვის.

ირაკლი ფარჯიანის ფონდთან არსებული ხელოვნების ნიმუშთა კვლევითი ცენტრი ქართველ ხელოვანებს ესპანეთიდან ემსახურება და ის ასევე თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ინსტიტუტებთან, როგორიც არის ესპანეთის კულტურის სამინისტრო, პრადოს მუზეუმი, ესპანეთის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანება, ასევე, შვეიცარიისა და გერმანიის სამუზეუმო გაერთიანებები. აღნიშნული ლაბორატორია კი საქართველოში უზრუნველყოფს ექსპონატების საექსპერტო კომპლექსურ კვლევას და შესაბამისი კვლევითი პროცესების ორგანიზებას. მათ შორის, ავთენტურობის დადგენას.

 

დღის ამბები