გურჯაანის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა სოფელ კალაურში მოხდა.
ხანძრის დროს დაზიანდა სახლის ორივე სართული და საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რამ გამოიწვია აალება, უცნობია.