20 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
ეროვნულ გამოცდებს 24 მსჯავრდებული აბარებს

წელს ეროვნულ გამოცდებს 24 მსჯავრდებული აბარებს. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"დღეს, 2 ივლისს პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო.

წელს, პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 24 მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებს და მსჯავრდებულების საგამოცდო ცენტრებში შეუფერხებლად გადაყვანას უზრუნველყოფს," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები