წაქცეული ხეები და ახდილი სახურავები - კახეთში ძლიერმა ქარმა ადგილობრივებს პრობლემა შეუქმნა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში ქარმა ხეები წააქცია, ხოლო ბაისუბანსა და ნინიგორში რამდენიმე საცხოვრებელი სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახადა.
ზარალის მასშტაბისა და რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არაა.