ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე დაკვამლიანებაა - წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი იმ ტერიტორიის სიახლოვეს, გაჩნდა სადაც რამდენიმე დღის წინ ხანძრის ლიკვიდაცია მოხდა.
რთული რელიეფის გამო ადგილზე სპეციალური ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება, რის გამოც, სახანაძო-სამაშველო და რეინჯერთა ჯგუფები ხანძრის კერებისკენ ფეხით გადაადგილდებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება. ადგილზე უკვე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა ნაწილი, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
ცნობისთვის, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი სამი დღის წინ გაჩნდა, ცეცხლის ლიკვიდაციას სამაშველო ჯგუფებმა დროულად შეძლეს.