ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი რჩება და ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალის ძალის გარდა, სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენია ჩართული.
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ბოლო ერთ კვირაში ხანძრის ეს მეორე შემთხვევა. მესაზღვრეებმა დაკვამლიანება გუშინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს. რამ გამოიწვია აალება, უცნობია.