20 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ტყიბულში მეშახტეთა ნაწილის პროტესტი გრძელდება - გაფიცულები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მინდელის შახტთან არიან შეკრებილი

ტყიბულში მეშახტეთა ნაწილის პროტესტი გრძელდება. გაფიცულები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, მეორე დღეა, მინდელის შახტთან არიან შეკრებილი.

ისინი არ ეთანხმებიან კომპანია "საქნახშირის" შეთავაზებას საბონუსე სისტემასთან დაკავშირებით.

დღეს კომპანიასა და მეშახტეებს შორის მეორე შეხვედრაა დაგეგმილი. მხარეები საკუთარ შეთავაზებებს გააჟღერებენ.

პროფკავშირების თქმით, შესაძლოა, მოლაპარაკება დადებითი შედეგით დასრულდეს.

დღის ამბები