19 აპრილი 2024,   18:56
ვრცლად
გომისმთაზე კერძო საკუთრების მფლობელებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წინ კურორტ გომისმთაზე კერძო საკუთრების მფლობელებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი კურორტზე სამშენებლო მასალების ატანის აკრძალვას აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სურთ თავიანთი სახლების სარემონტო სამუშაოები ჩაატარონ და ტურისტული სეზონისთვის მოემზადონ, მაგრამ ხელისუფლება მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

მათივე თქმით, მიზეზად ხელისუფლების მხრიდან ხან გომისმთამდე მისასვლელი გზის სარემონტო სამუშაოები, ხანაც კურორტის გენერალური გეგმის არქონა სახელდება.

აქციის მონაწილეები მთავრობას ათი დღის ვადას აძლევენ, თუ დროის ამ მონაკვეთში პრობლემა არ მოგვარდება, აქციები უფრო ხშირი და მასშტაბური გახდება.

დღის ამბები