თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში დაგეგმილ პარაკლისს კახეთიდანაც შეუერთდებიან.
საპატრიარქოს ჩოსოხსნები და ადგილობრივი მრევლი დედაქალაქში უკვე გამოემგზავრა.
მანამდე ისინი თელავის ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.
მათი თქმით, ლგბტ თემის წევრებთან დაპირისპირებას არ აპირებენ, თუმცა მათ მიერ ორგანიზებული დღევანდელი ღონისძიება ქრისტიანობას ეწინააღმდეგება.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაანონსებული შეკრება, "თბილისი პრაიდის" ღონისძიების პარალელურად იმართება.
საპატრიარქომ ჯერ კიდევ ორი დღის წინა გაავრცელა განცხადება, სადაც მრევლს ღირსების დაცვისკენ მოუწოდა.