31 აგვისტო 2026,   01:42
ვრცლად
გაფიცული მეშახტეების საპროტესტო აქცია ტყიბულში დღესაც გაიმართება

მეშახტეები ტყიბულში საპროტესტო აქციაზე დღესაც აპირებენ შეკრებას. გაფიცულები ანაზღაურების ბონუს სისტემაზე უარს ამბობენ და ხელფასების ფიქსირებული ოდენობით - 300 ლარით მატებას მოითხოვენ.

200-მდე მეშახტის პროტესტის გამო ამ დროისთვის სამი ობიექტია გაჩერებული. ჯერჯერობით კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. გარდა ამისა გარკვეული შეღავათებით სარგებლობისთვის, მეშახტეები ხელისუფლებისგან ტყიბულისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებასაც მოითხოვენ.

დღის ამბები