პროტესტის მესამე დღე ტყიბულში - გაფიცული მეშახტეები მუშაობაზე კვლავ უარს აცხადებენ. ისინი ხელფასის ფიქსირებულად გაზრდას მოითხოვენ და საბონუსე სისტემაზე უარს აცხადებენ.
მათი თქმით, 7 ივლისს დაგეგმილი აქვთ მასშტაბური აქცია, რომელსაც მოქალაქეებიც შეუერთდებიან. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
ამ დრომდე უცვლელი რჩება კომპანია "საქნახშირის" პოზიცია და ხელფასის ფიქსირებულ გაზრდაზე უარს ამბობენ.