ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარი შეურაცხყოფის კიდევ ერთ ფაქტზე წერს.
"ჩემ მეგობარს ეხლა შეურაცხყოფა მიაყენა გამვლელმა, წვრილ სიგარეტს ეწევი შენ პიდა**სტი იქნებიო. ხოდა უმოქმედობის ყველა წუთი საფრთხეში აგდებს ძალიან ბევრ ადამიანს.
დღეს 8-ზე პარლამენტთან," - წერს საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე ელენე ხოშტარია.
ოპოზიციონერი ლიდერები გუშინდელი ძალადობრივი ფაქტების გასაპროტესტებლად პარლამენტთან შეკრებას დღეს 20:00 საათზე აანონსებენ.