მოძალადე და ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც პარლამენტის წინ მიმდინარე ანტიძალადობრივი აქციის პარალალურად კონტრაქციას ქაშვეთის ეკლესიასთან მართავენ, კვლავ აგრესიული ქმედებით გამოირჩევიან, ისინი კვერცხებსა და ქვებს ისვრიან "თავისუფლებისთვის" აქციის მონაწილეთა მისამართით და რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევაც.
როგორც ადგილიდან "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი იტყობინება, მოძალადე და ჰომოფობიური ჯგუფები საპატრულო პოლიციის უფროსს ულტიმატუმს უყენებენ, რომ ანტიძალადობრივი აქციიდან ლგბტქ დროშები მოაშორონ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ძალადობრივ ქმედებებზე გადავლენ.