20 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა ათეულობით სახლს სახურავი გადახადა

სტიქია კახეთში - ყვარელში ერთი საათის განმავლობაში ძლიერმა ქარმა 60-მდე სახლს სახურავი გადახადა.

ათეულობით დაზარალებული იძულებულია ღამე იმ მეზობლებთან გაათენოს, ვისი საცხოვრებელიც სტიქიას გადაურჩა. ადგილობრივები ცენტრალური ხელისუფლებისგან დროულ დახმარებას ითხოვენ.

სტიქიის ზონაში ვითარებას კახეთის რწმუნებული ადგილზე გაეცნო. ირაკლი შიოშვილმა ზარალის დამთვლელი კომისიის წევრებისგან პირველად შედეგებზე ინფორმაცია მიიღო. კითხვაზე, თუ რა სახით მოხდება დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურება, ამბობს, რომ ცნობილი, დამთვლელ კომისიასთან კომუნიკაციის შემდეგ გახდება.

უამინდობამ ყვარლის მუნიციპალიტეტის გარდა, მცირე ზარალი კახეთის სხვა მხარეებსაც მიაყენა. ზარალის ანაზღაურება კომისიის საბოლოო ანგარიშის შემდეგ განისაზღვრება.

დღის ამბები