ძაღლების ჯოჯოხეთი - ტურისტულ ქალაქ ბათუმში ასობით სახლიდან გამოგდებული და მიუსაფარი ძაღლი ნაგავსაყრელზე ცხოვრობს. ზაფხულის სეზონის წინ ისინი მერიამ ტურისტების თვალს მოარიდა და ქალაქის ნაგავსაყრელზე დატოვა, რომ არა ადგილობრივი ცხოველების მოყვარულები, ოთხფეხა მეგობრების დიდი ნაწილი უკვე შიმშილით და სხვადასხვა დაავადებებით იქნებოდა დახოცილი.
ჩონჩხადქცეული, დაავადებული ძაღლების ჯოჯოხეთი, რომელიც მათ ადამიანებმა მოუწყვეს - "კურიერის" რეპორტაჟი ბათუმიდან.