31 აგვისტო 2026,   04:15
ვრცლად
მედიაზე მოძალადე კიდევ 4 პირს მოსამართლემ აღკვეთის სახით, წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა

მედიაზე მოძალადე კიდევ 4 პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის სახით, წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა, დაცვა კი ბრალდებულებისთვის 5 და 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.

წინა სასამართლო სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები განიხილება და გადაიხედება პატიმრობა. ამ ეტაპისთვის სასამართლომ ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა:

"სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობის მოთხოვნა და ოთხივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენა პატიმრობა. პირველ რიგში, სასამართლომ შეაფასა როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე საფრთხეები.

რაც შეეხებოდა ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეებს, თითოეული ეს საფრთხე, როგორც თითოეულ ბრალდებულთან მიმართებაში საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალდების მხარემ დეტალურად დაუსაბუთა სასამართლოს და შესაბამისად სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია" - აცხადებს პროკურორი თამარ იაკობიძე.

დღის ამბები