20 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
თითზე ჩამოსათვლელი არიან პოლიტიკოსები, რომლებიც არ გამექცნენ 5 ივლისს, როდესაც მე პარლამენტში ვიყავი - შოთა ფალავანდიშვილი

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი შოთა ფალავანდიშვილი "პოსტსკრიპტუმის" ეთერში აცხადებს, რომ 5 ივლისს, მისი პარლამენტში მუშაობის დღეს, "თითზე ჩამოსათვლელი" იყო იმ პოლიტიკოსების რაოდენობა, რომლებმაც ძალადობის პარალელურად დაგმო თბილისში არსებული მოვლენები.

ჟურნალისტის განმარტებით, 5 ივლისს, არც ერთი პოლიტიკური ძალა მოწოდების სიმაღლეზე არ იდგა.

"არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. მე ამას ხაზგასმით ვამბობ და ამაზე დავწერე კიდეც სტატუსი რამდენიმე დღის წინ. თითზე ჩამოსათვლელი არიან პოლიტიკოსები, რომლებიც არ გამექცნენ იმ დღეს, როდესაც მე პარლამენტში ვიყავი. ეს იყო 5 ივლისი.

5 ივლისს პარლმენტის ფანჯრებს ესროლეს ქვები და მაშინ იქაც კი არ იდგა პოლიცია და იყო შანსი პარლამენტში შემოსულიყვნენ. ამ დროს მე დავდევდი იქ მყოფ დეპუტატებს და ჩამოგითვლით: რომან გოცირიძე, ანი წითლიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, უმრავლესობიდან ნინო წილოსანი, ესეც სათქმელია...

არიან ადამიანები, ვინც გაბედეს და ძალადობის პარალელურად დაგმეს ეს ყველაფერი და ისაუბრეს ამაზე ღიად, ისაუბრეს პასუხისმგებელ პირებზე.

ჩვენ იმას კი არ მოვითხოვთ, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ცემის და სავარაუდო გარდაცვალების მიზეზზე, ბუნებრივია გარდაცვალების მიზეზი დასადგენია, ყველას დასჯას მოვითხოვთ და მოვითხოვთ მათ დასჯას, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან. მოძალადეზე მეტი დამნაშავე ამ შემთხვევაში არის ის ხალხი, ვინც გასცემს ბრძანებას და ვინც დგას იმ ძალადობის უკან , რაც ჩვენ ვიხილეთ," - განაცხადა შოთა ფალავანდიშვილმა.

 

დღის ამბები