28 აპრილი 2024,   15:20
ვრცლად
ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების გამო სახელმწიფო მოხელე დააკავეს, აყვანილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი.

ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა, დუშეთის მუნიციპალიტეტი ტყეში ნაყოფიერი მიწის ფენის მოხსნის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 15 ათასი ლარი მოსთხოვა.

მისი დაკავება თანხის ნაწილის გადაცემის დროს მოხდა.

დღის ამბები