23 დეკემბერი 2024,   14:33
ვრცლად
პარლამენტის შესასვლელთან ხმაურია - ვახო სანაია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ნინო ჯანგირაშვილი პარლამენტში შესვლას ითხოვენ

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია. მას შემდეგ რაც მედიის წარმომადგენლების მიერ დაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ჟურნალისტები - ვახო სანაია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ნინო ჯანგირაშვილი პარლამენტში შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც მათ პარლამენტთან მყოფი დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არ აძლევენ.

ადგილზე იმყოფებიან მედიამენეჯერებიც.

ჟურნალისტებთან შესახვედრად გამოვიდა დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი, რომელმაც დაცვის წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს მიმართა, რომ როგორც დეპუტატს ჰქონდა ამ ადამიანების პარლამენტში შეყვანის უფლება, თუმცა ამის მიუხედავადაც, ჟურნალისტებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.

ადგილზე ისმის სასტვენების და შეძახილების ხმა.

 

დღის ამბები