19 აპრილი 2024,   06:02
ვრცლად
გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებები – შსს ლექსო ლაშქარავას საქმეზე ახალ დეტალებს ავრცელებს 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, "TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჩატარებული ექსპერტიზიდან ახალ დეტალებს და მისი გადაადგილების ამსახველ ახალ ვიდეომასალებს ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გვამიდან აღებულ ნიმუშებზე ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ორგანიზმში აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებები -"მორფინი", "კოდეინი", "ტეტრაჰიოკარაბინოლი" და "გაბაპენტინი", რაც შესაძლო ზედოზირების მიზეზი გახდა. 

 "შსს-ს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საგამოძიებო ოპერაცია ჩაატარეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. (მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიოკარაბინოლიგაბაპენტინი) ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გამხადარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება," - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დღის ამბები