20 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
აქტივისტებმა "ქართული ოცნების" ოფისს კვერცხები და "სისხლიანი ბუშტები" ესროლეს

ამ წუთებში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ხმაურია, სადაც მედიის წარმოამდგენელთა ინიციატივით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა, "ქართული ოცნების" ოფისს კვერცხები და სისხლიანი ბუშტების ესროლეს, რასაც აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. 

ამ წუთებში პოლიცია ცდილობს ის აქტივისტები, ვინც "ქართული ოცნების" ოფისს სისხლიანი ბუშტები ესროლა ადგილიდან განარიდონ

მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებით, სხვადასხვა აქციები მას შემდეგ იმართება, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ის მედიის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელსაც 5 ივლისს მოძალადეებმა "სირცხვილიას" ოფისში სასტიკად სცემეს.

დღის ამბები