27 მაისი 2024,   16:25
ვრცლად
"შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა" - რას ყვება ლექსო ლაშქარავას სასტიკი ცემისთვის დაკავებული

"TV პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ დავით კუტალაძე ამბობს, რომ 5 ივლისის მოვლენების შემდეგ მას გაქცევა შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა.

ამის შესახებ ძალადობრივი ჯგუფის წევრმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

"მე შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ მე უარი ვთქვი, დავრჩი ჩემ ბიჭებთან. მე გასაქცევი არ მაქვს, გასაქცევი იმ ადამიანს აქვს ვინც მართალი არაა და ხმამაღლა არ ლაპარაკობს," - განაცხადა კუტალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობისას ტელეკომპანია "TV პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძის პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები