19 მაისი 2024,   08:09
ვრცლად
რუსთავში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

სისხლიანი გარჩევა რუსთავში - მოკლულია მამაკაცი და დაჭრილია კიდევ ერთი. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც ცივი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა, დაჭრილი მეორე პირი კი კლინიკა "რუსთავშია" გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. 

სისხლიანი გარჩევა რუსთავში ​გამთენიისას მოხდა. "რუსთავი 2" საქმის დეტალებს შსს-ში არკვევს. 

დღის ამბები