მარჯანიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. მხოლოდ ოთხი სპექტაკლით 19- 22 ივლისის ჩათვლით დასი ახალ სივრცეში გადაინაცვლებს. თეატრის დროებითი სცენა დოდო აბაშიძის 10 ნომერში განთავსდება, სადაც "ფიგაროს ქორწინებას", ანუ "შეშლილ დღეს" ითამაშებენ.
პიერ ბომარშეს პიესის ინსცენირების ავტორიცა და სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ლევან წულაძე და თემო კუპრავაა.
"ფიგაროს ქორწინება" - ტრილოგიის მესამე ნაწილია. ალბათ გაგიკვირდებათ ლევ ტოლსტოის "კრეიცერის სონატის" და ფიოდორ დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელის" შემდეგ რატომაა მესამე ნაწილი კომედია? როგორც ბომარშე ამბობდა, ჩვენ გართობით უნდა ვასწავლოთ. სიცილი ათავისუფლებს მაყურებელს და ამეფებს ჯანსაღ ცხოვრებისეულ საწყისებს.
ეს მოგზაურობა უნდა იყოს, არამხოლოდ თეატრში მისვლა ტრადიციული ნაცნობი ყველასათვის, არამედ უცნაური თავგადასავალი, მიდიხარ იქ სადაც არ იცი რა დაგხვდება. მგონია, რომ ჩვენი მსახიობებისთვისაც ეს თავგადასავალია," - განაცხადა რეჟისორმა ლევან წულაძემ.