ჩეჩნეთიდან შვილებთან ერთად პანკისის ხეობაში გადმოსახლებული აზა ხანგოშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია.
ფიზიკის პედაგოგი სოფელ დუისის საჯარო სკოლაში 22 წელია ასწავლის. მასწავლებელთა კონკურსში მოსწავლეებისადმი განსხვავებული დამოკიდებულების გამო მოხვდა.
კონკურსის მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საუკეთესო პედაგოგების გამოვლენა, შემდეგ კი მათი მსოფლიო ასპარეზზე გამოყვანაა, როგორც ეს ლადო აფხაზავას შემთხვევაში მოხდა.