იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს მასობრივი ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ივანე ჩხაიძის განმარტებით, ბოლო პერიოდში ბავშვებში კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ მათ ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედოთ.
"ბოლო პერიოდში ბავშვებში გაზრდილი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია.
ყველა ის ბავშვი, რომელიც დღეს ინფიცირებულია, ინფიცირებულია არა იმიტომ, რომ მან სკოლაში ან ბაღში მიიღო ეს ინფექცია, ინფიცირებულია იმიტომ, რომ ოჯახის წევრებისგან გადაედო კორონავირუსი. ეს კიდევ ერთი მოტივია ვაქცინაციის ჩატარებისთვის. თქვენ არა მხოლოდ თქვენი თავისთვის, არამედ თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის აკეთებთ ამ ვაქცინას," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.