მაშინ, როდესაც სხდომათა დარბაზში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდნენ, პარლამენტის შენობის გარეთ აქცია გამართეს მედიასაშუალებების ნაწილმა და მათმა მხარდამჭერმა სამოქალაქო აქტივისტებმა.
შენობის გარეთ მყოფები, სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. იყო ხმაური და აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ორჯერ - ჯერ ბიუროზე, მოგვიანებით კი სხდომაზე განმარტა, რომ შეზღუდვა არ შეეხოთ პრესის იმ წარმომადგენლებს, რომელთა დაშვება, საკანონმდებლო ორგანოში წინასწარ წარდგენილი სიების საფუძველზე მოხდა.
საპროტესტო აქციას დაკავების გარეშე არ ჩაუვლია. აქციის მიმდინარეობის დროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ლელოს“ წევრები, გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი დააკავეს, რასაც წინ უძღოდა სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირება.