მედიის წარმომადგენლები თბილისში მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ და ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
მედიამენეჯერები და ჟურნალისტები შარლ მიშელს მიმართავენ და 5-6 ივლისის მოვლენებს ახსენებენ.
ჟურნალისტ ეკა მიშველაძის თქმით, ევროკავშირის დროშის დაწვა საგარეო კურსის სიმბოლურ გზავნილად იქცა.
"დღეს თქვენ დემოკრატიაზე გესაუბრებათ ის, ვინც უმცირესობაზე ძალადობას უმრავლესობის ნების აღსრულებით ამართლებს, ვინც 5 და 6 ივლისს საშუალება მისცა მოძალადე ჯგუფებს, პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოეხიათ და დაეწვათ. დროშის დაწვა კი საგარეო კურსის სიმბოლურ გზავნილად ექცია,"- აცხადებს ჟურნალისტი ეკა მიშველაძე.