20 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ქვეყანაში დამძიმებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეს ქელეხები უკვე მსხვერპლშეწირვას ემსგავსება.

"არიან ადამიანები ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლით, კიდევ ერთხელ ვამბობ, იღუპებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები. მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები.

კონკრეტული მაგალითების მოყვანაც შემიძლია, სამწუხაროდ ვერ დავასახელებ, ეს იქნება პირადი ინფორმაციის გავრცელება. ქელეხის შემდეგ მსხვერპლი შეწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი კორონათი დაიღუპა, ახლახანს მოხდა ერთ ერთ რაიონში," - აცხადებ პაატა იმნაძე. 

დღის ამბები