08 ოქტომბერი 2026,   16:03
ვრცლად
ვარკეთილში ავარია მსხვერპლით დასრულდა - ახალგაზრდა ქალს სატვირთო შეეჯახა

ვარკეთილში, ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ახალგაზრდა ქალს შეეჯახა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები