20 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
თაღლითობა Facebook-ით - ემიგრანტებისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ემიგრანტებისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით, დაკავებულ 5 კაციან ჯგუფს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. გამოძიების ინფორმაციით, მათ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულ ქართველებს ფეისბუქი გაუტეხეს და მათი სახელით მათ ახლობლებს, დაახლოებით, 10 500 ლარი გამოსძალეს. 

დაკავებულების ადვოკატებს უკვე გადაეცათ საქმის მასალები, რომელსაც ისინი უახლოეს პერიოდში გააცნობენ ბრალდებულებს. 

როგორ უნდა დაიცვან თავი ადამიანებმა კიბერთაღლითობისგან? - ამის შესახებ "კურიერს" მიხეილ დავიდოვი ესაუბრა. 

"პირველ რიგში, საჭიროა ცნობიერების ამაღლება და აუცილებლად დაცვა კიბერჰიგიენის, რაც გულისხმობს პაროლების პოლიტიკას, მოწყობილობების ექსპლოატაციას უსაფრთხო რეჟიმში, აპლიკაციების გამოყენებას, რომელიც ლიცენზირებულია,"- აცხადებს მიხეილ დავიდოვი. 

 

 

დღის ამბები