25 აპრილი 2024,   13:55
ვრცლად
კახეთში ავარიას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

კახეთში ავარიას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოცურდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.

მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები