25 აპრილი 2024,   06:11
ვრცლად
ბიზნესწილის გამო დაცხრილული მამა-შვილი - რა გახდა მძიმე დანაშაულის მოტივი და სად აპირებდა მიმალვას თავდამსხმელი

ზუგდიდში ავტოგასამართ სადგურთან მამა-შვილი დაცხრილეს, 62 წლის გრამიტონ ლაგვილავა მიღებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, მისი შვილის გადასარჩენად კი ექიმები ამ წუთებშიც იბრძვიან.

სავარაუდო მკვლელი პოლიციამ უკვე დააკავა. ჩხრეკა ჩატარდა მის სახლშიც, საიდანაც სამართალდამცავებმა ორი პისტოლეტი ამოიღეს.

სასტიკი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელმა იარაღი იქვე მდებარე ნაგვის ურნაში ჩააგდო და ადგილიდან მიიმალა.

არსებობს ვერსია, რომ ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში აპირებდა გადასვლას. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი შემთხვევიდან რამდენიმე საათში აიყვანეს.

დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

დღის ამბები