20 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
"ტურისტები უკან გაბრუნდებიან, რადგან ზღვაზე მოსახვედრად ენგურის გადაცურვა მოუწევთ" - სტიქია ანაკლიაში

ანაკლიაში მცხოვრები მოსახლეობა შიშობს, რომ სტიქიის გამო, ანაკლიაში მოსული ტურისტები უკან გაბრუნდებიან. წყალდიდობის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა არსებული ნაპირსამაგრი გაანგრია და ბულვარის ნაწილი დატბორა. 

"არ არსებობს ტურისტის აქ მიღების შანსი, რადგან აქ მოსული ტურისტი უკან გაბრუნდება, 100-დან 100 წავა უკან, იმიტომ, რომ ისინი ენგურის გამო ზღვაზე ვერ მოხვდებიან. არის ორი ნაპირი - პირველი ნაპირი არის ენგური უნდა გადაცურო, რომ მოხვდე ზღვაზე. ასე რომ ხვალ აქ ტურისტი ვერ შევა,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

დღის ამბები