"კურიერმა" ზუგდიდში მომხდარი საზარელი მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი მოიპოვა, რომელიც საქმის მთავარი მტკიცებულებაა.
ვიდეო ზუგდიდში ტოლსტოის ქუჩაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო. კადრებში, ჩანს, როგორ ეჯახება მიზანმიმართულად ჯიპი მსუბუქ მანქანას. ჯიპის მძღოლი სროლას ჯერ კიდევ ავტომობილიდან იწყებს, შემდეგ გადმოდის და 2 მამაკაცზე შეიარაღებულ თავდასხმას აგრძელებს.
სასტიკი დანაშაულის ჩადენა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ზუსტად 1 წუთსა და 18 წამში მოასწრო.
ვიდეო ზუგდიდში ტოლსტოის ქუჩაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო. სავარაუდო დამნაშავე 65 წლის ბიზნესმენი ზაურ კვიკვინია, რომელიც მოკლული და დაჭრილი მამა-შვილის ბიზნესპარტნიორია.
გრამიტონ ლაგვილავა შეიარაღებული თავდასხმის ადგილზევე გარდაიცვალა, მისი შვილი გიორგი ლაგვილავა კი მძიმე ჭრილობებით, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
მკვლელობაში ბრალდებულ ზაურ კვიკვინიას ბრალი ოფიციალურად 2 მუხლით, ცოტა ხნის წინ წაუყენეს.