20 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
1 მილიონი დოზა Pfizer-ი, რომელიც მწარმოებლისგან ვიყიოდეთ, დაახლოებით 1.5 თვეში ეტაპობრივად შემოვა - პრემიერი

Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო - საქართველოს მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესს უზრუნველყოფს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნაჩუქარი Pfizer-ით​, ყოველდღიურად, 8000 ადამიანი უნდა აიცრას. ვაქცინაციის პარალელურად, საქართველოში ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულების რაოდენობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაუარესებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ნახევარი მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინა. ეს არის ამერიკის დახმარება და კიდევ ერთხელ მინდა ამერიკას და, პირადად, პრეზიდენტ ბაიდენს მადლობა გადავუხადო ამ საჩუქრისთვის.

მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენ 1.5 მილიონი დოზა ვაქცინა უკვე ჩამოვიტანეთ და ადგილზეა, ანუ, ჯამში, ქვეყანაში გვაქვს 2 მილიონი ვაქცინა: 1.5 მილიონი ჩინური ვაქცინა და ნახევარი მილიონი Pfizer-ი.

ამას გარდა, მილიონი დოზა Pfizer-ი უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ და ამ მილიონი ვაქცინის დოზის მოწოდება უკვე დაწყებულია, პროცესი მიმდინარეობს. ჯამში, ჩვენ გვექნება 3 მილიონი ვაქცინა: 2 მილიონი ადგილზე და კიდევ ერთი მილიონი, დაახლოებით, 1-1.5 თვეში შემოვა ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას.

ძალიან ბევრი კითხვა ისმის, რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია - მთავარი პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: აცრის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია, პრაქტიკულად, გამორიცხულია. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ ავიცრათ და დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და ჩვენი მშობლების და შვილების  ჯანმრთელობა," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები