25 აპრილი 2024,   04:34
ვრცლად
"საუკუნის სკანდალი" - გაბრიელ გარსია მარკესის სტატიების კრებული, რომელიც მწერლის რეპორტაჟებს აერთიანებს 

"საუკუნის სკანდალი" - გაბრიელ გარსია მარკესის სტატიების კრებულია. წიგნი ცოტა ხნის წინ გამოიცა და მწერლის ერთ-ერთ ვრცელი და მთავარი რეპორტაჟია. წიგნი იმ რეპორტაჟებს აერთიანებს, რომელიც 1950 - 87 წლებში იბეჭდებოდა.

კოლუმბიელი მწერალი ვიდრე დიდი ავტორი გახდებოდა და მკითხველის სიყვარულს დაიმსახურებდა ყოველდღიურად ახალ ამბებს საგაზეთო სვეტში წერდა, თავად ამბობდა, რომ პირველ რიგში იყო ჟურნალისტი და მისი რომანები ჟურნალისტის წიგნებია.

სტატიების კითხვისას ბუნებრივია ჩანს მარკესის სწრაფვა ლიტერატურისაკენ, წიგნში ის ფრაგმენტებიც არის თავმოყრილი, სადაც მარკესი თავის საკულტო რომანზე "მარტოობის ასი წელიწადი" იწყებს მუშაობას. 

 

ავტორი: მარიამ ჯანელიძე

დღის ამბები