24 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
ადიდებულმა მდინარემ სვანეთის სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი სრულად გაანადგურა

ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. ამ დროისთვის სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს და გადაადგილება შეუძლებელია.

სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ადიშის, იფარის, კალას და უშგულის მოსახლეობას. ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა სხვა სოფლებში სახნავ-სათესი სავარგულები. 

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობს შესაბამისი ჯგუფები. მიმდინარეობს ზარალის შესწავლა და სალიკვიდაციო სამუშაოები.

დღის ამბები