31 აგვისტო 2026,   04:14
ვრცლად
სტიქია ლაგოდეხში - ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა

ლაგოდეხში სტიქიას ებრძვიან - ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა.

თავისუფლების ქუჩაზე უამინდობის დროს მოგლეჯილი ორი ხე იქვე მდგომ ავტომობილს დაეცა, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

სტიქიის დროს ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები ჩართულია დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების მოსაწესრიგებლად და გზების გასაწმენდად.

დღის ამბები