25 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს საქართველოს სხვადსხვა რეგიონში ითვლიან

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს საქართველოს სხვადსხვა რეგიონში ითვლიან. მათ შორის, სვანეთში, სადაც ამ დრომდე გარე სამყაროს მოწყვეტილი რჩება 4 სოფლის ასზე მეტი ოჯახი.

ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული სტიქიის გამო, დაზიანებული გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.

ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა, სადაც გუშინ დილიდან, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

დღის ამბები